უკან

< უკან

მამების თასი 2022

02/10/2022

2022 წლის 2 ოქტომბერს, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრმა რიგით მეოთხე მამების თასს უმასპინძლა. მამების თასი ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, სადაც გოგოები და ბიჭები გუნდებში თანაბრად არიან განაწილებული, ხოლო მათი მწვრთნელი ერთ-ერთის მამაა.

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გახსნეს.

მამების თასი 2017 წელს, Care Together-ის, UNFPA Georgia-ს და GFF-ს პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და წლიდან წლამდე მის მიმართ მამებისა და შვილების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. Covid19-ის პანდემიის გამო, ტურნირი 2020-2021 წლებში ვერ ჩატარდა. 2022 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მამების თასმა გუნდებს კვლავ უმასპინძლა.

წლევანდელ ჩემპიონატში, როგორც წინა წლებში მოასპარეზე, ასევე ახალმა გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს გუნდები “იბერია 2010” და “ფეხბურთელები” შეხვდნენ, რომელიც “იბერია 2010”-ის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდს სპეციალური პრიზები და მედლები გადაეცა, ხოლო გამარჯვებულს მამების თასი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფიანი ბურთები.

მამების თასი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიზრუნოთ ერთად” პარტნიორობით, კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია კაცების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობისთვის.

გამოგვყევი

სხვა სიახლეები