2017 წლიდან, კამპანიის კაცები ზრუნავენ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციატივით სპორტული ჩემპიონატი “მამების თასი” დაფუძნდა.
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სპორტს მშობლებისა და შვილების დაახლოებაში განსაკუთრებული როლი უკავია, სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საფეხბურთო ტურნირი, სადაც მონაწილეობას ბავშვები და მამები ერთობლივად მიიღებდნენ.
მამების თასზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წესები კი მარტივია: თითოეულ გუნდში უნდა იყოს 8-12 წლის მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილე: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში), ხოლო გუნდის მწვრთნელი აუცილებლად ერთ-ერთის მამა უნდა იყოს.
მამების თასი ყოველ წელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მასში უფრო მეტი გუნდი ერთვება.
“მამების თასის” მონაწილეებს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები. შეჯიბრის მთავარი მიზანია, მამებისა და შვილების დაახლოება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და გოგოებისა და ბიჭების თანაბრად წახალისება სპორტში.