2020 წელს კამპანია კაცები ზრუნავენის ინიციატივით, ათმა ქართველმა ილუსტრატორმა მამა-შვილობის ილუსტრაციები შექმნა, რომლებიც კამპანიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით ილუსტრაციებმა კედლის მხატვრობის სახე მიიღო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოიხატა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის #80-ზე მდებარე კორპუსი მხატვარ სოფო კირთაძის ილუსტრაციით მოიხატა. სამხატვრო სამუშაო “ნიკომ” შეასრულა. ილუსტრაციაზე გამოსახულია მამა, შვილები და ძაღლი პარკში სეირნობის დროს. Ნახატი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
პროექტი განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ქუჩის #53-ში მდებარე კორპუსი ილუსტრატორ სოფო კირთაძის ილუსტრაციით მოიხატა. კედელი მოხატა მხატვარმა ლია უკლებამ მოხატა. ილუსტრაციაზე გამოსახულია მამა და შვილები წიგნის კითხვის დროს.
პროექტი განხორციელდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN ჭომენ) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელი ილუსტრატორ სონია ელიაშვილის ილუსტრაციით მოიხატა. Კედელი მხატვარმა ლია უკლებამ მოხატა. ილუსტრაციაზე გამოსახული არიან მეკლდეური მამა და შვილები კლდეზე ასვლის დროს, რომლებიც ერთად ცდილობენ გადალახონ დაბრკოლებები.
ილუსტრაცია შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით, ხოლო კედელი მოიხატა პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩვისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის #1-ში მდებარე შენობა ილუსტრატორ თათია ნადარეიშვილი ილუსტრაციით მოიხატა. კედელი მოხატა მხატვარმა ლია უკლებამ. ილუსტრაციაზე გამოსახულნი არიან მამა და შვილი სამზარეულოში საქმიანობის დროს, როცა ისინი ერთად, მხიარულად და სიამოვნებით ამზადებენ სადილს.
ილუსტრაცია შეიქმნა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით,“ ხოლო კედელი მოიხატა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.