2022 წლის მეორე ნახევარში, კამპანია კაცები ზრუნავენსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად დაიწყო თეგეტაში დასაქმებული კაცებისთვის ტრენინგ-მოდულის “მამაკაცური საუბრების” (Men Talking to Men) ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ ეს კამპანიისთვის პირველი აქტიური თანამშრომლობაა კერძო სექტორთან.
“მამაკაცური საუბრები” კარგი შესაძლებლობაა ბიზნესში დასაქმებული კაცებისთვის კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე თავიანთ საქმიანობაში;
ინიციატივა დადებითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე;
კაცები, რომლებიც ავლენენ მაღალ მგრძნობელობას დისკრიმინაციული ნორმების მიმართ, ხდებიან უკეთესი ლიდერები, თანამშრომლები, მხარდამჭერები, პარტნიორები და მზრუნველი ოჯახის წევრები;
მონაცემები გვიჩვენებს, რომ კაცები, რომლებიც გათვიცნობირებულნი არიან თანასწორობის მნიშვნელობაში დადებით მაგალითს აძლევენ სხვა თანამშრომლებს და ამ გზით, ხელს უწყობენ თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას;
კაცები ზრუნავენ მზადაა ტრენინგ-მოდული “მამაკაცური საუბრები” სხვა კომპანიებსაც გააცნოს, რათა ერთად შევქმნათ ჰარმონიული და გენდერულად თანასწორი გარემო.
თეგეტაში სემინარები ტარდება პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.