უკან

< უკან

გამოცემები

30/03/2022

მას შემდეგ, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2013 წელს გამოქვეყნდა კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები კაცების 82% თავის 0-6 წლის ასაკის შვილს არ უკითხავს წიგნებს, ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოების ცნობიერება აგვემაღლებინა ამ საკითხის და იმ დადებითი ეფექტების შესახებ, რაც მამებისა და შვილების ერთობლივ აქტოვებს აქვს. ამისთვის 2014 წელს დავიწყეთ კამპანია, რომელსაც “მამა, წიგნი წამიკითხე” ერქვა. კამპანიის ფარგლებში საჯარო სივრცეებში წიგნის კითხვის სესიებს ვმართავდით, რომელსაც მამები და შვილები ესწრებოდნენ.

ძალიან მალე, ჩვენ გადავწყვიტეთ სხვადასხვა საბავშვო და მშობლების საკითხავი გამოგვეცა და ამით კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი მამების ჩართულობისთვის.

სწორედ ამიტომ, 2020 წელს, ჩვენ გამოვეცით საკითხავი ბავშვებისა და მშობლებისთვის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ რომლის ტექსტიც მწერალ დათო გორგილაძეს ეკუთვნის, ილუსტრაციები კი მხატვარ თათია ნადარეიშვილს.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას შვილებსა და საოჯახო საქმეებზე, შედეგად კი მათ ირგვლივ ჯადოსნური ამბები ხდება. Წიგნი გამომცემლობა “პალიტრა L” -მა გამოსცა. 

Მოგვიანებით წიგნი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა. Სომხურ თარგმანზე ასია დარაბიანმა იმუშავა, ხოლო, წიგნი აზერბაიჯანულად ოქტაი ქაზუმოვმა თარგმნა. გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცების ჩართულობას შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

2020 წელს, კამპანიის კაცები ზრუნავენ და გამომცემლობა არტანუჯის მიერ, ასევე გამოიცა პუბლიკაცია “მამები და შვილები”, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლების მიერ შვილებზე და შვილებისათვის დაწერილ პირად წერილებს, დღიურებს, მოგონებებს აერთიანებს. აქ ნახავთ გელა ჩარკვიანის, ზაზა ხალვაშის, ვახტანგ ჯავახაძის და სხვათა წერილებს.

2018 წელს, ბავშვებისა და მშობლებისთვის კიდევ ერთი საკითხავი “იავნანა ლილისთვის” გამოვეცით, რომლის ტექსტიც მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, ილუსტრაციები კი მხატვრებს – სოფო კირთაძეს და ეკატერინე ტაბლიაშვილს. იავნანა ლილისთვის ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ისტორიაა, სადაც მამა და დედა თანაბრად ზრუნავენ შვილებზე. წიგნი გამომცემლობა “პალიტრა L-მა გამოსცა.

2018 წელს “იავნანა ლილისთვის” ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა და პრეზენტაცია ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე შედგა. აღსანიშნავია, რომ იავნანა ლილისთვის ასევე ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა ის კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

2016 წელს კამპანია კაცები ზრუნავენის და გამომცემლობა ინტელექტის მიერ, “შვილების საკითხავი” გამოიცა, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლების მიერ შვილებზე და შვილებისათვის დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. აქ ნახავთ მიხეილ ჯავახიშვილის, პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, თაკო ჭილაძის და სხვათა წერილებს.

ყველა პუბლიკაცია გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) მჭიდრო თანამშრომლობით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გამოიცა.

გააზიარე