2016 წელს 19 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და კამპანის კაცები ზრუნავენის თანამშრომლობით, მამის დღე საქართველოში პირველად აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნა ქართველ მამებს შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში მათი ჩართულობა.
კაცების მზრუნველობას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, კვლევებითაც დასტურდება.
ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.
თავდაპირველად, მამის დღე თბილისში, მცირედი ღონისძიებით აღინიშნა, ხოლო მომდევნო წლებში მისი მასშტაბი გაიზარდა, აღნიშვნა დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. წლიდან წლამდე ინიციატივას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და ბრენდი უერთდება, რომელიც ამ დღისთვის სხვადასხვა ინიციატივასა და შეთავაზებას სთავაზობს კაცებსა და მამებს.
2022 წელს, მამის დღის ცენტრალური ღონისძიება მზიურში ჩატარდა, სადაც მამებისა და შვილებისთვის თამაში „მამაენა“ გაიმართა, რომელიც აგებული იყო განძის ძიების მეთოდოლოგიაზე. დარეგისტრირებული 200-მდე გუნდი, ერთობლივი ძალებით ეძებდნენ პარკში დამალულ მინიშნებებს თამაშის მთავარი გასაღების მისაგნებად და მრავალფეროვანი პრიზების მოსაგებად.