უკან

< უკან

მამების სკოლის მორიგი ნაკადები ქუთაისში

05/12/2022

ქუთაისში მამების სკოლის მორიგი, რიგით V & IV ნაკადები ჩატარდა.

მამების სკოლა Care Together-ის და UNFPA Georgia-ს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც მომლოდინე ან ახალბედა მამებს შეუძლიათ მიიღონ, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა შვილის აღზრდის, ოჯახზე ზრუნვის და სხვა საკითხების შესახებ.

სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე ეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან ახალბედა ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებულ მამებს მონაწილეობა ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეუძლიათ.

ბოლო შეხვედრაზე მამები მეუღლეებთან და შვილებთან ერთად მოვიდნენ, სადაც წყვილებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობაზე ვისაუბრეთ.

მამების სკოლა დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

გამოგვყევი

სხვა სიახლეები