ვინ ვართ?
კამპანია “კაცები ზრუნავენ” 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ და მისი მიზანია საქართველოში კაცების ჩართულობის გაზრდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. ამ დროის მანძილზე კამპანიამ ბევრი ინიციატივა განახორციელა ამ იდეის გარშემო, მათ შორის არის მამის დღის დაფუძნება, მამაკაცური საუბრების სემინარები, მამების სკოლა, მამების თასი და სხვა.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანი
კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით — საზოგადოების გაძლიერებას.
სიახლეები
ქომიუნითი
მამების ჯგუფი
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის და კარანტინის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრ მამას სჭირდებოდა სივრცე, სადაც კითხვებს დასვამდა და კომპეტენტურ პასუხებს მიიღებდა, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პირველი მამების ჯგუფი საქართველოში.
ჯგუფში ათასობით მომლოდინე თუ უკვე სტაჟიანი მამაა გაწევრიანებული, რომელიც ყოველდღიურად სვამს სხვადასხვა კითხვას ბავშვის აღზრდის და ოჯახზე ზრუნვის შესახებ, უზიარებს ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს და მოტივირებულია დაეხმაროს სხვა მამებს.
ქომიუნითი
“მამების ჯგუფი”