უკან

< უკან

მწერლები გენდერული თანასწორობისთვის

25/01/2023

კამპანიის კაცები ზრუნავენ ინიციატივით, თელავში მწერალთა საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელმა ხუთმა ავტორმა მიიღო. მწერლები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან და ბელარუსიდან 5 დღის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ საბავშვო საკითხავების შექმნაზე.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ბავშვებისა და მშობლების საკითხავი ზღაპრების კრებული გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ, ინგლისურ და ავტორის მშობლიურ ენებზე გამოიცემა. წიგნის პრეზენტაცია დაგეგმილია როგორც საქართველოში, ასევე, წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე.

პროექტის მიზანია მკითხველი კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ გამოწვევების, სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის თანასწორი გარემოს შექმნას ამ ქვეყნებში. ტექსტები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, დაიწერება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რეგიონში ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილება მოხდა. სხვადასხვა ასპექტში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობა კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება.

სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ სოციალურ და ქცევით ცვლილელებს, რომლებიც ბარიერს წარმოადგენენ რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევაში.

პროექტი ხორციელდება პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

გამოგვყევი

სხვა სიახლეები