ჩვენ შესახებ

კამპანია “კაცები ზრუნავენ” 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ და მისი მიზანია საქართველოში კაცების ჩართულობის გაზრდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

2014 წელს, საქართველოში პირველად გამოქვეყნდა კვლევა კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კამპანია, რომლის მიზანია კაცების ჩართულობის, პოზიტიური მშობლობის, ძალადობის აღმოფხვრის და ოჯახებში როლების თანაბარი გადანაწილების ხელშეწყობა

აქტივობები და ინიციატივები

2014 წლიდან, კამპანიამ არაერთი ღონისძიება თუ ინიციატივა განახორციელა, მათ შორის არის:

  • მამის დღის დაფუძნება
  • მამების სკოლა
  • მამაკაცური საუბრები
  • მამების თასი
  • მამების ჯგუფი
  • ბავშვებისა და მშობლების საკითხავების გამოცემა
  • სატელევიზიო პროგრამა
  • ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები
  • და სხვა

2018 წელს კამპანია კაცები ზრუნავენმა გაიმარჯვა Emerging Europe-ის დაჯილდოებაში და დასახელდა წლის საუკეთესო ინიციატივად გენდერული თანასწორობის მისაღწევად ევროპაში, ხოლო 2022 წელს კამპანია ოფიციალურად გახდა MenCare Global-ისა და MenEngage-ის ქსელის წევრი რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში აერთიანებენ გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

კამპანია “კაცები ზრუნავენ” მიმდინარეობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიზრუნოთ ერთად” ინიციატივით, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

მოსაზრებები, რომლებიც ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ეკუთვნით ავტორებს და შესაძლოა, ისინი არ გამოხატავდნენ კამპანიის ორგანიზატორი და დონორი ორგანიზაციების პოზიციას.

ვებგვერდი შეიქმნა შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

ჩვენ შესახებ

კამპანია 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ხოლო მისი სამიზნე აუდიტორია არიან კაცები. შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის და Care Together-ის პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

SUB თაითლი ტექსტისთვის

ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ. ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობს და მნიშვნელობის შესახებ

გაიცანით

ჩვენი გუნდი

ჩვენი პარტნიორები